30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც 14 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.9942 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსი  2.9494 იყო, ცვლილებამ კი 0.0448 შეადგინა.

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 1 ევროს შეძენა 14 მარტს 3.3421 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსით კი 3.3145 იყო. ცვლილებამ 0.0276 შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, დღეს სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $20 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღის ამბები