30 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე 8 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს - მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე  უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

მიზეზი დაწესებული შეზღუდვები და  მაღალი ტემპერატურა გახდა, რის გამოც გერმანიის ერთ, აზერბაიჯანის ექვს და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. ინფორმაციას ადასტურებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში. 

ბოლო ინფორმაციით, კახეთში თვითიზოლაციაში 68 ადამიანი იმყოფება. იმის გამო, რომ მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობიდან 14 -დღიანი საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა,  სპეციალისტები მათ ყოველდღიურად აკვირდებიან.

როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, ლაგოდეხის შემთხვევაში ხვალიდან თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების  ნაწილს მეთვალყურეობა მოეხსნება. 
კახეთის  მასშტაბით არც ერთი პირის გადაყვანა საკარანტინო სივრცეში არ მომხდარა.

დღის ამბები