30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია

მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე ღია კერები აღარა არის და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს. ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში, ქვემო-ქართლში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში.

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება სრულ ლიკვიდაციამდე.

"ხანძარი გაჩნდა დედალაურის ყოფილი ჩაის მეურნეობაში. რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული, თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ ლოკალიზება რამდენიმე ადგილას მოხდა უკვე," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

"სოფელ ვაკიჯვარში ღია ცეცხლის კერები არ არსებობს ამ ეტაპისთვის. ვგეგმავთ გავჭრათ გზა იმისათვის, რომ ტექნიკა მივიდეს და უფრო კარგად იქნეს დამუშავებული ტყის ის ნაწილი, რომელიც მთის ფერდობებზეა განლაგებული," - გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

გახშირებულ ხანძრებს გამოეხმაურა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი. საგანგებო ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები