30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები არ გამოვლენილა - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები არ გამოვლენილა.

ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინიფიცირების ახალი შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.

"ჯერჯერობით, დღეს არცერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა. თუმცა რამდენადაც ჯერ პასუხებიც არ მოსულა, ამიტომ ამას კატეგორიულად ვერ ვიტყვი.

ამ დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი დამძიმება პირველი ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით - პირველი კვირის განმავლობაში. ერთი პაციენტი, რომელიც წინა დღეებშიც მძიმედ იყო, რჩება მძიმედ. ჯერჯერობით ამ პაციენტთან რაიმე სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, ორგანოთა სისტემების მხრივ, არ გამოვლენილა და ინტენსიურ თერაპიაზე გადასვლა ჯერ არ დაგვჭირვებია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაგვჭირდეს," - განაცხადა ცერცვაძემ.

დღის ამბები