30 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 3 აქტიური კერაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყანაში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია : 

სამეგრელოში- ჩხოროწყუსა და, წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში-ხვანჭკარაში, შიდა ქართლში- გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში - ლიკანში, აჭარაში- ქობულეთში, იმერეთში - ჭალოვანში

ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში - ვაკიჯვარში, რაჭაში - კრიხში

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში - სოფელ გომბორთან,  ქვემო-ქართლში-თეთრიწყაროში, გურიაში: გომსა და მამათში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძრის აქტიური კერებია იმერეთში - ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში - ეწერში.

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ, მათ ჯამში 200-ამდე გაფრენა განახორციელეს. 
უწყების ინფორნაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე.

დღის ამბები