30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ამერიკელ მღვდელს, რომელმაც 500-ზე მეტ მორწმუნეს ჩამოართვა ხელი, კორონავირუსი დაუდგინეს

ამერიკელი მღვდელი, რომელიც ვაშინგტონში მსახურობს, რესპირატორული ვირუსის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ჯორჯტაუნის ხელისუფლება ყველას, ვინც ეკლესიას 28 თებერვლიდან 3 მარტამდე სტუმრობდა, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. 

ეკლესიაში მღვდელმსახურება შეწყვეტილია. ინფიცირებულმა მღვდელმა წერილი გაავრცელა :

"პირველ რიგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები. არაჩვეულებრივად მივლიან და თავს მხნედ ვგრძნობ. კარანტინში მომდევნო 14 დღის განმავლობაში ვიქნები".

 

 

დღის ამბები