30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაიკითხნენ

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაიკითხნენ. პროცესები დახურულია, შესაბამისად ჩვენებების შინაარსი უცნობია. პროკურორის ინფორმაციით, ორივე სამართალდამცველი 2019 წლის 10 დეკემბერს სამსახურში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ლუკა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობდა და პროცესებიც დეტალურად აღწერეს. 

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაკავებული ჩოლოიანი არის უდანაშაულო. 

"ზოგადად ბრალეულობა მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა შეიქმნას. იმ ნაწილში რა ინფორმაცია მიაწოდეს ბრალდების მოწმეებმა, აღნიშნულით არ დასტურდება სამართლებრივი შეფასება რომ გავაკეთოთ ჩოლოიანის ბრალეულობა. აქედან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა ერთობლიობა და მტკიცებულებათა ჯაჭვი ან უნდა დადასტურდეს ან უარყოფილი უნდა იქნეს,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

 

დღის ამბები