30 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მიღწეულ შეთანხმებას დემოკრატიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსსა და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმება დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

"მე მივესალმები მიღწეულ შეთანხმებას პირადად და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას ვუხდი საერთაშორისო თანამეგობრობას და იმ ელჩებს, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს და დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მიღწეულია ეს შეთანხმება და ასევე, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დისკუსიებში. მე მგონია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, დემოკრატიისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით სამეგრელოში იმყოფება. ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღის ამბები