30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში  ქარსაცავი ზოლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  60-მდე მეხანძრე მაშველი. ამ წუთებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

დღის ამბები