30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მოქალაქეებს შევთავაზებთ ახალ დემოკრატიულ არჩევნებს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა.

არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო წელს ისეთი არაფერი მოხდება, რაც ხელახალ განხილვებს წარმოშობს.

"მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება. ასევე, ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ საარჩევნო წელს  არ მოხდება რაიმე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც შეიძლება კვლავ შეკითხვები და მომავალი ახალი განხილვები წარმოშვას ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება არის ხელისულფების დამოუკიდებელი შტო და პოლიტიკოსები მასზე ვერანაირ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

120/30-ზე, ერთპროცენტიანი ბარიერით და 40-იანი ჩამკეტით - შეთანხმება მიღწეულია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მხარეებმა დიპლომატების თანდასწრებით მემორანდუმი გააფორმეს. პარტიები აცხადებენ, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ახლა მთავარი ინიციატივის იმპლემენტაციაა.

ლიდერების განცხადებით,  შეთანხმება არის კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ეხება პოლიტპატიმრებს. კონკრეტული გადაწყვეტილებები მსჯავრდებულების თემაზე, მათი ინფორმაციით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, საკონსტიტუციო ცვლილება კი უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.

დღის ამბები