30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
პირველი ონლაინწირვა ვატიკანში - პაპმა ბიბლიოთეკიდან იქადაგა

რომის პაპმა კვირის წირვა ონლაინ ჩაატარა. ქადაგებისას კორონავირუსით დაავადებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ისაუბრა. ფრანცისკეს თქმით, მუდმივად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაავადება შეეხო.

83 წლის პონტიფიკოსმა მსახურება ვატიკანის ბიბლიოთეკაში აღავლინა.

ვატიკანში გუშინ განაცხადეს, რომ პაპი საუკუნოვან ტრადიციას დაარღვევდა და კვირის მსახურებას თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით აღავლენდა.

ლაივსტრიმის მიზანი იყო, შეემცირებინათ ხალხის თავყრილობა წმინდა პეტრეს მოედანზე, რომლებიც, ტრადიციულად, პაპის სანახავად და ქადაგების მოსასმენად იკრიბებოდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები