30 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ქალები ფემიციდის წინააღმდეგ" - ქალთა მოძრაობამ ფილარმონიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა

"ქალები ფემიციდის წინააღმდეგ" - ქალთა მოძრაობამ ფილარმონიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, რომ ქვეყანაში ფემიციდის ფაქტები შემცირდეს. 

"ძალადობა და ფემიციდი არის მოუგვარებელი, ყველაზე საგანგაშო და მწვავე პრობლემა, რაც პრიორიტეტული უნდა გახდეს თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ აქცენტი გვაქვს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის მისამართით,"- აცხადებს ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე.

"ასეთი აქციები და მასმედიის ჩართულობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ავამაღლოთ ცნობიერება საზოგადოების. ფაქტია, რომ გამკაცრდა კანონმდებლობა, მაგრამ გრძელდება ფემიციდის პრობლემა და ეს მაინც იმიტომ ხდება, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ვერ ვახდენთ პრევენციას და ვერ ვიცავთ პოტენციურ მსხვერპლს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

 

დღის ამბები