30 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უმრავლესობისგან გარანტია მიიღეს, რომ ყველა პირის მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყდება

"ყველა პოლიტიკური დევნისთვის შეთითხნილი საქმეები გაჩერდება," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიცია და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ გარანტიები უმრავლესობისგან მიიღეს. 

"გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომლებიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს.

ვიცი არჩილ თალაკვაძემ რა თქვა. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტპატიმრები, ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები. შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გვარების ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია.

დღის ამბები