30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები სიმბოლურად 8 მარტს გააპროტესტეს

ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები სიმბოლურად 8 მარტს გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მათ აქციას პერფორმანსის სახე მისცეს და სიმბოლურად კაბები გამოფინეს ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებითა და წარწერებით.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 8 ქალია მოკლული. ესაა შემზარავი სტატისტიკა და ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არა ქალების მიმართ ძალადობას”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათ მედიას ფემიციდის პასუხისმგებლიანად გაშუქებისკენაც მოუწოდეს. აქციით ზუგდიდში თბილისში მიმდინარე პერფორმანსს შეუერთდნენ.

დღის ამბები