30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი იზოლაციაში მყოფმა ორმა მოქალაქემ დატოვა

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, იზოლაციაში მყოფმა ორმა მოქალაქემ დატოვა. მათ საკარანტინე ვადა გაუვიდათ, მედიკოსების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა საშუალებას, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნილიყო.

ორივე მოქალაქე აბასთუმნის საკარანტინე ზონაში 27 თებერვალს შეიყვანეს. შვიდდღიანი იზოლაციის შემდეგ კი სახლში გაწერეს. ამ ხნის განმავლობაში, სისტემატურად უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ექიმები კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში 23 პირი რჩება. ცენტრის დირექტორის რევაზ ჟღენტის თქმით, მათგან ორი მოქალაქე საიზოლაციო სივრცეს ხვალ, ექვს მარტს დატოვებს.

დღის ამბები