30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
96 000-ზე მეტი ინფიცირებული და 53 000-ზე მეტი განკურნებული - როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 96 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებამ 3 305 პაციენტი იმსხვერპლა, თუმცა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა პოზიტიურია. ვირუსისგან უკვე 53 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები კიდევ 3 სახელმწიფოში გამოვლინდა - მათ შორის უნგრეთში, სლოვენიაში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში. დაინფიცირების ახალი შემთხვევები გაიზარდა მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთში. აზერბაიჯანში ჯამში ინფიცირების 6, ხოლო რუსეთში 4 შემთხვევა დაფიქსირდა. COVID 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ერაყსა და შვეიცარიაში. დღესვე, ისრაელის მთვარობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ესპანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან დაბრუნებულ 60 ათასამდე მოქალაქეს თვითიზოლაცაში ყოფნა მოთხოვა.

დაავადების გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში რჩება. ვირუსმა იტალიასა და ირანში 107 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაში გამოვლინდა, სადაც დაავადებას 6 000-ზე მეტი პაციენტი ებრძვის.

ვირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფოში დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ირანში ლოცვები უკვე მეორე კვირაა არ ტარდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურა. სკოლები დაიხურა იტალიაში, საბერძნეთში, ინდოეთსა და ირანში.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის გლობალურ დეფიციტსა და ფასების ზრდას ელოდებიან.

ახალი კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ჰონ კონგში, ამჯერად ძაღლებში. დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვირუსი ძაღლს ადამიანისგან გადაედო. კორონავირუსით ინფიცირებული ძაღლები 2 კვირიან კარანტინში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, კარანტინში 2 ძაღლია მოთავსებული.

დღის ამბები