30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 9 წლის ბავშვი ჩავარდა - მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 9 წლის ბავშვი ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "რუსთავი2"-ს შსს-ში განუცხადეს გამოძიება 124-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები