საბერძნეთის საზღვარზე სამი მიგრანტი მოკლეს - ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ბერძენი მესაზღვრეები ცეცხლს უხსნიან მიგრანტებს.
თურქეთის პრეზიდენტი კი ევროკავშირს აფრთხილებს და ამბობს, რომ ევროპისკენ მილიონი მიგრანტი დაიძვრება.
ანკარა ევროპულ გაერთიანებას თურქეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების არასრულყოფილად შესრულებაში ადანაშაულებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარამ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ერთ მილიარდ ევროიან დახმარებაზე უარი თქვა, რადგან თურქეთმა მიგრანტებისთვის 40 მილიარდი უკვე დახარჯა და ამ კუთხით დახმარებას არ საჭიროებს.
ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს თურქეთი-საბერძნეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ საბერნეთისა და თურქეთის საზღვარზე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურუსლა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი ჩავიდნენ.