30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ოპოზიციას ხელისუფლებასთან შეთავაზებები აქვს, მაგრამ ხელისუფლება არ თმობს უსამართლო ძალაუფლებას - თამარ კორძაია

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენის ინტერვიუში მთავარი გზავნილები ხელისუფლების მისამართით არის გაკეთებული და არა ოპოზიციის. 

"ოპოზიცია რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროპორციული არჩევნების პროპორციული შედეგის მისაღწევად პარლამენტში წავიდეს დათმობებზე, ეს ძალიან ნათელია ყველასთვის. იმიტომ, რომ შეთავაზებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლება არ თმობს უსამართლო ძალაუფლებას და მას უნდა, რომ უსამართლოდ მოიპოვოს ისევ უმრავლესობა,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა თამარ კორძაიამ.

როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე  აღნიშნავს, კონგრესმენის ინტერვიუდან ნათელი ხდება, რომ დემოკრატიულ ქვეყანას თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე მომავალი არ აქვს. 

"კინზინგერის განცხადება მიუთითებს, რომ ამ სახელმწიფოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, მომავალი თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არ აქვს. ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება ოქტომბრისთვის. შემდეგი ნაბიჯი არ გამორიცხოთ, შესაძლოა იყოს იმ მრავალმილიონიანი დახმარების შეწყვეტა, ან პირობების შეცვლა, რომელიც საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ მოედინება აშშ-დან,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები