30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
"კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში" - არჩილ თალაკვაძე

ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მიერ "ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა იყო. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები უკვე გადადგა და ოპოზიციას სამართლიანი წინადადებით მიმართა. 

"თუ ყურადღებით ნახავთ ამ ინტერვიუს, კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისკენ. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით და როგორც იცით, ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყო ჩვენი პარტნიორების თუ ოპოზიციის მოთხოვნები, არსებობს კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, კონგრესში ჩვენი მეგობრების პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის საერთო. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მე მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან, პირდაპირ ვუთხრა, რომ დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონგრესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციურად 2024 წელს არის გარანტირებული, ყველას უნდა ახსოვდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეცვლასთან დაკავშირებით. კონგრესმენის განცხადებას მოჰყვა გამოხმაურებები თბილისში. ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასება, ტრადიციულად, განსხვავებულია.

დღის ამბები