30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
217 შესაძლო შემთხვევიდან საქართველოში კორონავირუსი კვლავ 3 პაციენტს აღენიშნება - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა.

გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში 150-მდე ადამიანი იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, დილიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილ 23 პაციენტის ნიმუშს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

"თებერვლის დასაწყისიდან ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომლებიც არიან დაკვირვების  ფაზაში. აქედან, დღევანდელი რიცხვით ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა, ანუ ბოლო 2 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა ქვეყანაში აღარ დაფიქსირებულა. სამივე ავადმყოფი, რომლებიც მოთავსებული არიან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს გრძნობენ კარგად. მხოლოდ ერთთან არის მცირედი სიმპტომები. ზოგადი კლინიკურ მდგომარეობა სამივე ავადმყოფის გახლავთ დამაკმაყოფილებელი.

კარანტინში დღევანდელი დღით დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი, როგორც მოგეხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბსაავადმყოფოს ცენტრალური ბავშვთა განყოფილება, ვივამედი. ასევე იღებს საკარანტინოდ და შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო.  საავადმყოფოებში შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით გახლავთ ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მოთავსებული, 5 სეფსისცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში.

ასევე, დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად, შესულია დამატებით 6 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები