30 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
თემაზე "ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე" ქალ მოსამართლეებთან ერთად "საფარმა" დისკუსია გამართა

ორგანიზაციამ "საფარი" მრგვალ მაგიდასთან ქალ მოსამართლეებთან ერთად დისკუსია გამართა თემაზე "ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე." შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის წევრებმა და განიხილეს ქალთა უფლებები და ბარიერები, რომლების ხელს უშლის ქალებს მართლმსაჯულების განხორციელებაში.

"დღეს ჩვენ სამუშაო ფორმატში ვსაუბრობთ ქალთა ხელმისაწვდომობაზე მართლმსაჯულებაზე, ვინაიდან ძალიან პრობლემატური საკითხია. არსებობს მთელი რიგი ბარიერები, რომლებიც ქალებს აქვთ მართლმსაჯულებაში - თვითონ სასამართლო სისტემის მგრძნობელობა ქალთა საკითხების მიმართ, ბაჟის პრობლემები და ა.შ. "- განაცხადა "საფარის" დირექტორმა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები