30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

ექიმი ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ქალი ზაქათალიდან მოდიოდა, მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

"მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ ბინადრობის უფლებით მოსარგებლეა. ამიტომ დაბრუნდა უკან," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა მაკა ხმალაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დღის ამბები