30 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
WHO კორონოვირუსის პრევენციის კუთხით ქართული მხარის, მათ შორის ამირან გამყრელიძის წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან.

"შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართული მხარის ძალისხმევას ქვეყენაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

მათ, განსაკუთრებულად აღნიშნეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის წვლილი აღნიშნულ პროცესში."- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

დღის ამბები