30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. საუბარია სამხედროზე, რომელიც საქართველოში იტალიდაან გუშინ ჩამოვიდა. მისი ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.  

ექიმების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცის მდგომრეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. პაციენტი საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა, ვინადან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის, მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი და სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, აქვს თუ არა ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი.

პარალელურად, მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს ქუთაისის საერთშორისო აეროპორტში, სადაც დღეს მილანიდან მორიგი რეისი შესრულდა. ბორტზე 150 მგზავრი იყო რეგისტრირებული, თუმცა საბოლოოდ საქართელოს მიმართულებით 22 მგზვრმა იფრინა. ყველა მგზავრს ადგილზე შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ექიმების თქმით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღმოაჩნდა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შეფერხება შეექმნათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, სომხეთს და აზერბაიჯანს ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს ჩაკეტილი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები საქართველოში ვერ ბრუნდებოდნენ. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებთან მოლაპარაკებები გამართა და საქართელოს მოქალაქეები აღნიშნულ საზღვარზე უკვე გამოატარეს და ისინი საქართელოს სზღვრისკენ უკვე მოემართებიან. 

 

 

დღის ამბები