30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
"ენდიაის" საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

"ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის" (ენდიაი) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს.

ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" "ენდიაის" ოფისში  დაუდასტურეს და  განმარტეს, რომ გეგმიური ცვლილებაა, რაც  ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ ხდება.

ლორა თორნტონი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება "ენდიაის" საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

დღის ამბები