30 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
მილანიდან ქუთაისში მხოლოდ 22 მგზავრი ჩამოფრინდა - არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღმოაჩნდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით შემოწმება გაიარეს მილანიდან ჩამოსული რეისის მგზავრებმა.

მოქალაქეების თქმით, ტემპერატურა შეუმოწმეს და მათი მონაცემები ჩაიწერეს. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმის თქმით, აღნიშნულ რეისზე 22 მგზავრი იყო, მათგან ტემპერატურა არავის დაუფიქსირდა და გადაყვანა არ გახდა საჭირო.

მილანი-ქუთაისის რეისზე 150-მდე მგზავრი იყო რეგისტრირებული და მხოლოდ 22-მა იფრინა. მათმა უმეტესობამ, სავარაუდოდ,  უსაფრთხოების გამო ჯავშანი გააუქმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კარავია გაშლილი. არსებული ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენების შემთხვევაში, მგზავრები პირველად სამედიცინო დახმარებას კარავში გაივლიან.

დღის ამბები