30 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება და სამუშაო საათები გახანგრძლივდება

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება და სამუშაო საათები გახანგრძლივდება, ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა:

"ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 25-30-წუთიანი შუალედებით იმოძრავებს. თბილისის მეტროპოლიტენის და რიყე-ნარიყალას საბაგიროს სამუშაო საათები იქნება გახანგრძლივებული და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ. ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 4:00 საათის ჩათვლით,"- განაცხადა კალაძემ, მისივე თქმით, იგივე რეჟიმი იქნება 7 იანვარს შობის ღამესაც.

დღის ამბები