ვენეცია ისევ დაიტბორა. იტალიის ქალაქში წყლის დონემ 144 სანტიმეტრს მიაღწია. დატბორილია ტურისტული ადგილები და სავაჭრო ობიექტები.
ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში წყლის დონის რეკორდული მაჩვენებელი გასულ თვეში დაფიქსირდა. წელს წყალდიდობამ ქალაქს მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა.