30 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
"გაიშნიკებივით იქცევიან" - "შმაქსი" პოლიციას მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებს

"შმაქსის" მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მათთვის გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ. ისინი პოლიციას მიზანმიმართულად დევნაში ადანაშაულებენ.

"შმაქსის"იდეის ერთ-ერთი ავტორი, პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომელიც კონკრეტულად "შმაქსისტების" წინააღმდეგაა მიმართული. ჯაფარიძის თქმით, ისინი ითხოვენ ჯარიმების გაუქმებას და ვადას იანვრის ბოლომდე, რათა ახალი აბრების დამზადება შეძლონ.

"დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის საკრებულომ შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ნორმატიული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე დაიწყეს ნადირობა "შმაქსისტებზე" და დააჯარიმეს რანდენიმე ათეული ადამიანი, 200ლარის ოდენობით. ჩვეულებრივი საბჭოთა "გაიშნიკებივით" იქცევიან," - განაცხადა აქციაზე ზურა ჯაფარიძემ.

დღის ამბები