30 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას უარყოფს

ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა.

ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას არც შვეიცარიის საელჩოში ადასტურებენ.

საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს დედაქალაქში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა.

დღის ამბები