30 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, ამან შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს - სესიაშვილი

"მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. 

სესიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ გადაცდომების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

"თავისთავად ცხადია, რომ დამნაშავე დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის. მე მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, არის გადაცდომები, ზოგადად ვამბობ და არა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, და ამ გადაცდომებზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

დღის ამბები