30 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"იმედი მაქვს, რომ ხვალ მამა სახლში დაბრუნდება" - აქცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

ადვოკატთა ასოციაციამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა. ქართველი ადვოკატები ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუს კოლეგებს მიმართავენ, მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

"როგორც ექიმის, ისე ადვოკატის პროფესია ეფუძნება ჰუმანურობის პრინციპებს და დ ჩვენ, ქართველმა ადვოკატებმა გადავწყვიტეთ, სოლიდარობის აქცია გავმართოთ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ე.წ. სასამართლოში იმართება ხვალ პროცესი. შესაბამისად, არის ყველა წინაპირობა პროცედურულად, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება," - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა.

აქციაზე დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებიც მივიდნენ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ მამა დაბრუნდება სახლში და დამთავრდება ეს 41 დღიანი კოშმარი, რაშიც ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.

ექიმი  უკვე მეორე თვეა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, მას ე.წ. საზღვრის კვეთის გამო საოკუპაციო რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები