სირიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 10 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის 4 წევრია. შემთხვევა თურქეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ თელ-აბიადში მოხდა. ქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.