30 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წაუყენეს - სოსო რობაქიძე

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, ირაკლი წერეთელს წარუდგინეს, რომელიც მკვლელობის პერიოდში დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი იყო.

"მან უნდა ითანამშრომლოს. ამის შანსი ჰქონდა დონაძესაც და მიქაძესაც. ვინც ითანამშრომლა, მე ყველას შევუნდე," – განაცხადა რობაქიძემ.

ინფორმაცია "კურიერს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

დღის ამბები