30 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ყოფილი მაღალჩინოსანი მკვლელობის ადგილზე მივიდა

ბუტა რობაქიძის გარდაცვალებიდან 15 წლის თავზე, მისი სახელობის მემორიალთან მისთვის პატივის მისაგებად იმ დროიდელი საპატრულო პოლიციის უფროსი ზაზა ბაქრაძეც მივიდა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ნანობს იმ დანაშაულს, რომელიც ბუტა რობაქიძისა და მისი ოჯახის წინაშე მიუძღვის. 

"ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ერთადერთია, რომ კიდევ ერთხელ, ის დანაშაული, რომელიც 15 წლის წინ მაქვს ჩადენილი, მოვინანიო და თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ იმ ადამიანის სულს პატივი კიდევ ერთხელ მივაგო, იმ ახალგაზრდა ადამიანს და მის ოჯახს. მე ვთვლი, რომ ეს დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემთვის შავ ლაქად, ამ ადამიანის ოჯახის და მისი სულის წინაშე დანაშაული მაქვს ჩადენილი"- განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

ზაზა ბაქრაძე განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე როდესაც მივიდა, იქ იარაღი არ ყოფილა. ბრალდებულის თქმით, საქმე გაყალბებულია შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ და ახალგაზრდებს იარაღი ადგილზე სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. ხელახალმა ძიებამ ოფიციალური ვერსია რადიკალურად შეცვალა და დაადგინა, რომ პატრულის მიერ გაჩერების დროს რობაქიძის და მისი მეგობრების მანქანაში იარაღი არ იდო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები