30 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავთანდილ იოსელიანისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ეკლესიას ებრძვიან და მხარეებს დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად. ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა, ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას:

დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს, მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები