30 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგში" სომხეთის მოქალაქეს 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში აღმოუჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგში" სომხეთის მოქალაქეს 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებები იმ ავტობუსში იპოვეს, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველო შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. საქმეზე გამოძიება 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. 

დღის ამბები