პარიზში მეტროსადგურები დროებით დაიხურება. მიზეზი ყვითელჟილეტიანების მორიგი აქციაა. შეზღუდვა რამდენიმე ათეულ მეტროსადგურს შეეხება.
"ყვითელჟილეტიანების" დემონსტრაციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. მასშტაბური აქციების ფონზე ხშირია პოლიციასთან დაპირისპირება.