ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებში კონგრესში მოსახვედრად იბრძოლოს.
განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, მაიკ პომპეო კანზასის შტატში იყრის კენჭს და ამ გზით შეეცდება რესპუბლიკური პარტიის პოზიციების გამყარებას. საყოველთაო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.