რუსეთმა უკრაინას გემები უნიტაზების გარეშე დაუბრუნა - უკრაინელი ადმირალის იგორ ვორონჩენკოს განცხადებით გემები გაძარცვულია, მოხსნილია ელექტროჩამრთველები და ნათურები. დაბრუნებული გემები უკრაინის პრეზიდენტმა დაათვალიერა.
ზელენსკის განცხადებით, მათ სამხედრო ტექნიკაც აკლიათ, რომლის დაბრუნებას უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან მოითხოვს. თავის მხრივ, რუსეთის უშიშროებამ გაძარცვის ფაქტი უარყო და გემების გადაცემის მომენტში გადაღებული ვიდეო მასალა გაავრცელა.
რუსეთმა უკრაინის სამი გემი გასულ წელს ქერჩის სრუტეში დააკავა.