30 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
დიღმის მასივში 8 სულიანი ოჯახის ბინიდან გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა

დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ  ოჯახს შორის დაპირისპირება მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, 8 სულიანმა ოჯახმა ბინა იპოთეკით დატვირთა და მას შემდეგ, რაც თანხის გადახდა ვერ შეძლო, ბინა აუქციონზე 20 000 დოლარად გაყიდა.

ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინაში დარჩენას ითხოვენ და სანაცვლოდ, მეპატრონეს 10 000 დოლარს ჰპირდებიან. თუმცა, მათივე ინფორმაციით, მეპატრონე ამ პირობებზე არ მოდის.

კორპუსთან მოპილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დღის ამბები