30 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
IRI გამოკითხვის მიხედვით, ქართული ჯარი ლიდერობს 86%-ით, მეორეზე ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს 86%-ით, მეორე ადგილზეა,  ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%

პოლიცია - 59%; საჯარო განათლება - 51%; ადგილობრივი ხელისუფლება - 46%; მთავრობა - 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია - 36%; პრემიერ - მინისტრის ოფისი - 34%; პოლიტიკური პარტიები - 28%; გუბერნატორები - 27%; პროკურატურა - 27%; ეროვნული ბანკი - 27%; პრეზიდენტის ოფისი - 27%; სასამართლო - 27%; პროფკავშირები - 27% .

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

  

დღის ამბები