30 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
37 დაკავებული - აქციის დროს დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელი აქციის დაშლის დროს 37 პირი დააკავეს, დაშავებულია 6 ადამიანი. მათ შორის აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და აქციის ორგანიზატორები.

პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის " ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს. დაკავებულთა დანარჩენი ნაწილი კი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე და ადვოკატი ბექა ბასილაია.

დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს დილიდან საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მათ ბრალდება პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. 

დაკავებულების უფლებადამცელები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას ფულადი ჯარიმის გარეშე ითხოვენ.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები