30 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
პოლიტიკური მელაკუდობაა, თან გამოგაქვს პროექტი, თან გვეწინააღმდეგებიან მაჟორიტარები - ირმა ინაშვილი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრის განცხადებით, დასაწყისშივე ჩანდა, რომ მმართველი გუნდი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპირებდა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში, 2 დღის მანძილზე მიმდინარე პატარა, ლოკალური ჩხუბები ამისთვის ხელოვნურად შექმნილი წინაპირობა იყო.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარება არის კრიზისი. ამაზე ვსაუბრობდი პარლამენტის სხდომაზე. ჩვენ პარლამენტში მოგვევლინა ახალი ზურა ადეიშვილი კობახიძის სახით, რომელიც მუდმივად გამოდის და მთელ სამყაროს ეჩხუბება და ყველას ემიჯნება, აკეთებს აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს და მისი განცხადებებიდან და პათოსიდან კარგად ჩანდა, რომ უკვე დასაწყისშივე აპირებდნენ ამ კანონპროექტის ჩაგდებას და ჯერ აპირებდნენ რაღაცა პატარა ლოკალური ჩხუბების პროვოცირებას და ა.შ.

"ქართულ ოცნებას" არა აქვს ის რეიტინგი, რა ციფრებსაც აბრახუნებს, ახლა რომელი 60% და 50%, ძალიან დაბალი პროცენტი აქვს "ქართულ ოცნებას". ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ბათუმსა და რუსეთში 100 ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიკითხეთ და ამ შედეგებიდან გამომდინარე უმძიმესი რეიტინგი აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს მათ 2020 წლის არჩევნების და ძალაუფლების უზურპაცია და ეს დაიწყეს პროპორციული არჩევნების სისტემის ჩაგდებით.

ამას ხომ არ იტყოდნენ ახლა, რომ რეიტინგი საერთოდ არ გვაქვს, არჩევნების მოგების გვეშინია და ამ სქემებს ხომ არ გაშიფრავდნენ, ამიტომ დაიწყეს თამაში მელაკუდობა, მე ამას ვუწოდე პოლიტიკური მელაკუდობა, რომ თან გამოგაქვს პროექტი, თან გვეწინააღმდეგებიან მაჟორიტარები, რაც არის აბსოლუტურად დაუჯერებელი რამ,"- განაცხადა ინაშვილმა "კურიერთან".

დღის ამბები