30 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
წარმოიდგენდით, რომ პრორუსული და პროევროპული პარტიები, ყველა ერთად დავდგებოდით? - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ერთადერთი გზა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საბრძოლველად, გაერთიანებაა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხალხის ძალას წინ ვერ აღუდგება და იმ სამ მოთხოვნას შეასრულებს, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას წაუყენეს. 

"აქ, რუსთაველზე გადის ბრძოლის ზღვარი, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა არ დაგვიტოვა. მართლა არ მეგონა, რომ ასეთ უკანონობას ჩაიდენდა და ასე აბუჩად აგვიგდებდა აბსოლუტურად ყველას. დღეს ოპოზიციამ აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ერთიანები. ერთადერთი, რაც დაუპირისპირდება ივანიშვილს, ესაა ერთიანობა.

მშვიდობიანად ერთად დგომა, მარტო ამით, თორემ სხვა ამ ადამიანს ვერაფერი გააჩერებს. უნდა, რომ წაგვართვას სახელმწიფო, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო. უნდა, რომ აგვყაროს ღირსება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ღირსება, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. წარმოიდგენდით, რომ პრორუსული და პროევროპული პარტიები, ყველა ერთად დავდგებოდით? იმიტომ, რომ გარჩევის შესაძლებლობა აღარ არის უბრალოდ უნდა, რომ ქვეყანა და სამშობლო წაგვართვას. ჩვენ გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები, ვადამდელი პროპორციული არჩევნები და დროებითი მთავრობა. მართალია, ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ ამ მოთხოვნების შესრულებას, მაგრამ ასე არ აპირებდა კობახიძე გადადგომას, ბევრ რამეს არ აპირებდნენ, მაგრამ ყველაფერი ეს გააკეთეს. ხალხის ძალას ისინი ვერ დაუპირისპირდებიან,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები