30 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტებს ვთხოვ, გამოიყენონ საკუთარი გავლენა საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად - მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, სადაც, ცოტა ხნის წინ, თავადაც იმყოფებოდა და იქ შეკრებილებს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა. 

გიორგი მარგველაშვილმა დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტებსაც მიმართა და სთხოვა მათ, გამოიყენონ საკუთარი გავლენა საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად.

"მე იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს, მოვუწოდებ ხვალ, ზეგ, მაზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ.

მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელოამერიკელოდასავლელო მეგობრებო, იმ საქართველოს ცდილობენ, რომ დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე.

ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები