30 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან - ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მიმართავს  

“ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან. ამ შეფასებით კობახიძე ოპონენტების განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა. კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს ვითარების გამძაფრება სურთ.

"ოპონენტებს უნდათ, რა თქმა უნდა, ვითარების გამძაფრება, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან. რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს. სახელმწიფოზე თავდასხმები და ეკლესიაზე თავდასხმები, ეს არის ის, რისგანაც ყველამ უნდა შეიკავოს თავი“ - აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კანონპროექტის შემობრუნება წარმოუდგენელია.  

“ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ეს არის არსებულ მოცემულობაში წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აქვე, "ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება და ის, იმ დროს ჩატარდება, როდესაც ეს შესაბამისი ვადებით არის განსაზღვრული. 

"ყველაფერი იქნება კარგად, ბიუჯეტიც იქნება აუცილებლად მიღებული, კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გუნდის ერთიანობა იყოს უზრუნველყოფილი და გუნდში, დღეს მე ვგულისხმობ ყველა იმ დეპუტატს, რომელიც დღეს დილით იყო უმრავლესობის წევრი. რიგგარეშე არჩევნებზე არავითარი საუბარი არ არის, იმისთვის, რომ ზოგადად ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ტარდებოდეს ხოლმე სათანადო ვადებში, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს არჩევნები ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არჩევნები უწევს 2020 წლის 31 ოქტომბერს და ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის და აქეთკენ მოვუწოდებდი ჩვენს ოპონენტებსა“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები