30 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები გასულიყო ქუჩაში - ლევან გოგიჩაიშვილი

თამარ ჩუგოშვილის კაბინეტში გამართულ კონსულტაციებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც ესწრებოდა, მისი თქმით, მოხდა მოსაზრებების გაცვლა, იმ პროცესთან დაკავშირებით რაც მოხდა:

"რეალურად ვნერვიულობთ, რა შეიძლება მოხდეს და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, მე მირჩევნია ორჯერ და სამჯერ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და პროცესი იყოს პარლამენტში, ვიდრე პროცესი გავიდეს ქუჩაში. ჩვენ გვირჩევნია, რომ პროცესი იყოს პარლამენტში, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები გასულიყო ქუჩაში. ჩვენი ამოცანაა, რომ გავიაზროთ ეს ყველაფერი და არ მივცეთ საშუალება, რომ ცუდი დაემართოს ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ და მარიამ ჯაშმა. ამ შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე პირველი მოადგილის, 3 საპარლამენტო კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

დღის ამბები