30 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ტყუილის ქვეყანაში ვართ და ამ ტყუილის ავტორი ხელებს იფშვნეტს, როგორ შექმნას ქაოსი - მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ქვეყანას ტყუილში ამყოფებს და ამ ტყუილის ავტორი აღნიშნულ ქაოსს საკუთარი ოფისიდან უყურებს. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და თავიდან მიიღოს ის კანონი, რომელიც დღეს ჩააგდო.

აქციების შედეგი პარლამენტის შეკრება და დღეს ჩაგდებული კანონის ხელახლად მიღება იქნება. 

"ჩვენ გვამყოფებენ უკვე ძალიან დიდი ხანია ტყუილის გარემოში, ტყუილის ქვეყანაში ვართ და ამ ტყუილის ავტორი თავისი ოფისიდან უყურებს და ალბათ ხელებს იფშვნეტს, რომ როგორ ახერხებს ამას, როგორ შექმნას ქაოსი და როგორ დაიჭიროს მან ამ ქაოსში თევზი, მაგრამ მე მგონი სხვა თევზს დაიჭერს და ეს დამთავრდება ძალიან ცუდად მისი პოლიტიკური კარიერისთვის პირველ რიგში და ძალიან კარგად დამთავრდება ჩვენი ქვეყნისთვის, აი ეს იქნება შედეგი.

ამ აქციების შედეგი იქნება ის, რომ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და თავიდან მიიღოს ის კანონი, რომელიც დღეს ასე უსირცხვილოდ ჩააგდო," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები